რას აკეთებს სისტემა

ცარიელი სავარძელი აღარ რჩება (ავტომატური ჯავშნები)
5
სწრაფი ჩანიშვნა
დაივიწყეთ ფურცელზე ჩანაწერები. მართეთ ყველა ჯავშანი ციფრულად, მარტივად და შეცდომების გარეშე.
ონლაინ ჩაწერის ბმული (Instagram, FB, WhatsApp)
მომხმარებელი ხედავს სერვისებს, ოსტატებსა და თავისუფალ დროს. ჩაწერა ხდება 1 წუთში, ავტორიზაციის გარეშე, 24/7-ზე.
QR კოდი ყოველ სარკესთან
მომხმარებელი ასკანერებს კოდს სავარძლიდანვე და მისი მონაცემები ავტომატურად ინახება თქვენს ბაზაში.
ვიზიტის შეხსენება კალენდარში
ავტომატური შეხსენება ვიზიტამდე 2 საათით ადრე — სალონის მისამართითა და რუკის ბმულით.
ორმაგი ჩაწერის პრევენცია
სისტემა მყისიერად ანახლებს განრიგს. ერთსა და იმავე დროზე ორი კლიენტის ჩაწერა ფიზიკურად შეუძლებელია.
დღე სავარძელთან (ოსტატის ყოველდღიური ინსტრუმენტები)
9
შეღებვის დაცდის დრო
სისტემამ იცის, რომ საღებავს 40 წუთი სჭირდება — ამ ფანჯარაში პროგრამა ავტომატურად გთავაზობთ სხვა კლიენტის ჩაწერას.
შეღებვის ტაიმერი
მიუთითეთ ხანგრძლივობა და დროის ამოწურვისას სისტემა ხმოვანი სიგნალით შეგახსენებთ.
ორი ან მეტი მომსახურება ერთ ვიზიტში
შეღებვა და შეჭრა ერთად — დრო და ჯამური ფასი ავტომატურად იანგარიშება.
ჯავშნის გადატანა 1 კლიკით
შეცვალეთ საათი, დღე ან ოსტატი მარტივად, ჯავშნის გაუქმების გარეშე.
შემდეგი ვიზიტის დაჯავშნა
შესთავაზეთ მომხმარებელს მომდევნო თვის პროცედურა ადგილზევე, 1 ღილაკზე დაჭერით.
კვირის განრიგის ხედვა
გადაერთეთ დღის ხედვიდან მთლიანი კვირის განრიგზე ერთი დაწკაპუნებით.
დროის დაბლოკვა (Personal Time)
მონიშნეთ პირადი შესვენება ან დაკავებული საათები, რომ სისტემამ ამ დროს ჯავშნები არ მიიღოს.
ხმოვანი და ვიზუალური შეტყობინება
ონლაინ ჩაწერისთანავე ტელეფონზე იღებთ ხმოვან და ვიზუალურ დასტურს.
ბეჭდვა ან Excel-ში ექსპორტი
გსურთ დღის განრიგი ქაღალდზე? ამობეჭდეთ ან შეინახეთ Excel-ის ფაილად 1 წამში.
მომხმარებელი, რომელიც ბრუნდება (CRM & ისტორია)
3
კლიენტის პერსონალური ბარათი (ფორმულები)
თმის ტიპი, კანის თავისებურებები, საღებავის ფორმულა თუ ალერგიები — ყველაფერი ინახება კლიენტის პროფილში.
ვიზიტების სრული ისტორია
იხილეთ წინა ვიზიტების თარიღები და გაწეული სერვისები წამებში: „რა გავაკეთეთ წინა თვეში?“
ნამუშევრების პორტფოლიო
გადაიღეთ შედეგი პროცედურის ბოლოს — ფოტოები ავტომატურად გამოჩნდება ოსტატის ონლაინ პორტფოლიოში.
ფინანსები და აღრიცხვა (რეალური ციფრები)
3
ზუსტი შემოსავლების აღრიცხვა
დაფიქსირებული თანხა, გადახდის მეთოდი (ნაღდი/ბარათი) და ჩეკი — მკაცრად კონტროლირებადი სალარო.
დღის დახურვა ერთ ეკრანზე
იხილეთ დღიური შემოსავალი გადახდის ტიპების მიხედვით და ხვალინდელი მოსალოდნელი ჯავშნები.
ოსტატების გამომუშავება
ავტომატური კალკულაცია — სისტემა ითვლის მხოლოდ რეალურად მოსული კლიენტების წილს თვის ბოლოს.
ჭკვიანი შეტყობინებები (ავტომატური მარკეტინგი)
2
მზა შეტყობინებების 5 სცენარი
ხვალანდელი ვიზიტის შეხსენება, განმეორებითი ჩაწერა, დაბადების დღის მილოცვა, შეფასება და რეკომენდაცია.
AI ტექსტების ასისტენტი
ხელოვნური ინტელექტი თავად წერს თბილ, ქართულ შეტყობინებებს თქვენი სალონის ტონალობის მიხედვით — თქვენ მხოლოდ აჭერთ „გაგზავნას“.
უსაფრთხოება და წვდომა
1
მონაცემთა ყოველდღიური არქივი (Backup)
ბოლო 7 დღის ბაზა ავტომატურად ინახება. თქვენი კლიენტების სია არასოდეს დაიკარგება და დარჩება მხოლოდ თქვენს მფლობელობაში.

და ასევე ყველაზე მთავარი

ჩვენ არ მოგაჩეჩებთ პროგრამას და დაგტოვებთ მის წინაშე მარტოს, ჩვენ გასწავლით მასთან მუშაობას, ვუზრუნველყოფთ ყველა სოციალური ქსელიდან ონლაინ ჩაწერის ბმულზე მომხმარებლის გადამისამართებას, ყველა შესაძლებელ ფუნქციას დაგიმატებთ უმოკლეს დროში და ბოლომდე მოგარგებთ პროგრამას თქვენ, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობა ორივეს ინტერესებში იყოს.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ყველა თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობა უსწრაფესად დაგინერგოთ სამუშაო პროცესში. და მსგავსი ბევრი რამ იქნება დამერწმუნეთ.

ორ კვირაში თვითონ ნახავთ

14-დღიანი უფასო პერიოდის შემდეგ · თვეში 90 ₾ · გაუქმება ნებისმიერ დროს

უფასოდ დაწყება ნახე დემო